გამოკლება

არსებითი სახელი (საწყისი)

ნათესაობითი ბრუნვა: გამოკლების

ზმნები: გამოაკლებს გამოაკლდება

1. მოკლება, ჩამოცილება, ერთობიდან გამოსვლა.

გუნდს ორი ფეხბურთელი გამოაკლდა. სახელოვანი ადამიანი გამოგვაკლდა.

2. არითმეტიკული მოქმედება, ერთი რიცხვითი სიდიდის შემცირება მეორე რიცხვითი სიდიდის ოდენობით.

გამოკლების ნიშანი. ოცს გამოვაკლოთ ათი.