გამოსვლა
არსებითი სახელი (საწყისი)
ნათესაობითი ბრუნვა: გამოსვლის
ზმნები: გამოვა გამოუვა
1. შიგნიდან გარეთ, ჩემკენ ან შენკენ გადაადგილება.
ოთახიდან გამოვიდა.
2. საწყისი პუნქტიდან დაძვრა, მოძრაობის დაწყება.
მატარებელმა გამოსვლა დააგვიანა.
3. მსმენელის წინაშე წარდგომა, სიტყვის წარმოთქმა.
მღელვარე გამოსვლა ჰქონდა. ორატორის გამოსვლა.
4. გამოქვეყნება, გასავრცელებლად გამოტანა.
ახალი კრებული გამოვიდა. გაზეთის გამოსვლა შეფერხდა.
5. სცენაზე გამოჩენა, მაყურებლის წინაშე წარდგომა.
მსახიობის გამოსვლას ოვაციით შეხვდნენ.
6. რაიმე პროფესიის დაუფლება, სპეციალისტად გახდომა.
მისგან ექიმი გამოვა. კარგი მსახიობი გამოვიდა.
7. სითხის გამოდენა.
წვენი გამოუვიდა.
8. შედეგის მიღება, წარმატების მიღწევა.
კარგი დებიუტი გამოუვიდა. არაფერი გამოუვა.
იდიომები და მყარი შესიტყვებები
მზის გამოსვლა
ბმულები
გამომსვლელი გამოსასვლელი