გამოფენა

არსებითი სახელი (საწყისი)

ნათესაობითი ბრუნვა: გამოფენის

ზმნები: გამოფენს გამოაფენს გამოუფენს გამოიფინება გამოეფინება

1. ნახატის, ქანდაკების, ხელნაწერებისა და მისთ. გამოტანა დასათვალიერებლად.

ახალი ნამუშევრები გამოფინა. საარქივო მასალები გამოიფინა.

2. საქვეყნოდ, სხვების დასანახად გამოტანა, გაფენა.

თეთრეული ეზოში გამოფინა.

3. ღონისძიება, რომელსაც გარკვეული პერიოდით აწყობენ სხვადასხვა ექსპონატის გამოსატანად, დასათვალიერებლად.

თოჯინების გამოფენა. ყვავილების გამოფენა.

ბმულები

გამოფენილი საგამოფენო