გამოშვება

არსებითი სახელი (საწყისი)

ნათესაობითი ბრუნვა: გამოშვების

ზმნები: გამოუშვებს გამოეშვება გამოაშვებინებს

1. საშუალების, უფლების მიცემა, რომ წამოვიდეს.

ბავშვები სოფელში გამოუშვა. ბიჭი ექსკურსიაზე არ გამოუშვეს.

2. დაპატიმრებულის, დამწყვდეულის გათავისუფლება, გამოსვლის ნების მიცემა.

პატიმარი ციხიდან გამოუშვეს.

3. პროდუქციის დამზადება და რეალიზაციისთვის გამოტანა.

გაზეთის გამოშვება. ახალი მარკის ავტომანქანები გამოუშვეს.

ბმულები

გამოშვებული