გამოცემა
არსებითი სახელი (საწყისი)
ნათესაობითი ბრუნვა: გამოცემის
ზმნები: გამოსცემს გამოიცემა გამოაცემინებს
1. დაბეჭდვა, გამოქვეყნება, გამოშვება.
ლექსების კრებული გამოსცა. ახალი გაზეთი გამოიცა.
2. ხმის, სურნელისა და მისთ. გამოშვება.
დოლმა ხმა გამოსცა.
3. კანონის, დადგენილებისა და მისთ. მიღება და გამოქვეყნება.
მინისტრის ბრძანება გამოიცა.
4. პირველად ან რომელიმე ჯერზე დაბეჭდილი, გამოქვეყნებული ნაწარმოები.
ახალ გამოცემას გაეცნო.
ბმულები
გამოცემული