გამოცვლა
არსებითი სახელი (საწყისი)
ნათესაობითი ბრუნვა: გამოცვლის
ზმნები: გამოცვლის გამოიცვლის გამოუცვლის გამოიცვლება გამოაცვლევინებს
1. არსებულის, კუთვნილისა და მისთ. ნაცვლად სხვა რაიმეს მიღება, სხვისი გამოყენება.
გვარის გამოცვლა. კონვერტი გამოცვალა. კაბა გამოიცვალა.
2. ერთი ადგილიდან სხვა ადგილზე წასვლა, გადასვლა.
სამსახურის გამოცვლა. ბინა გამოიცვალეს.
ბმულები
გამონაცვალი გამოცვლილი