გამოწევა

არსებითი სახელი (საწყისი)

ნათესაობითი ბრუნვა: გამოწევის

ზმნები: გამოსწევს გამოიწევს გამოუწევს გამოიწევა

1. იქიდან აქეთ ადგილის შენაცვლება ცოტათი, მცირე მანძილით.

სკამი გამოსწია. ბავშვი დედისკენ გამოიწია. კედელი წინ გამოსწიეს.

2. ხელის მოკიდება და აქეთ წამოღება, გამოჭიმვა.

ზამბარა გამოსწია.

3. გზაზე დადგომა, წამოსვლა.

სტუმრებმა ჩვენკენ გამოსწიეს.

ბმულები

გამოწეული