გამოწვა

არსებითი სახელი (საწყისი)

ნათესაობითი ბრუნვა: გამოწვის

ზმნები: გამოწვავს გამოუწვავს გამოიწვება გამოეწვება

1. რაიმე მასალის ან ნაკეთობის ცეცხლით გამოშრობა სიმაგრის მისაცემად.

აგურის გამოწვა. თიხის დოქი გამოწვეს.

2. ცხელი ან ცხარე საკვებისგან პირის ღრუს დაწვა, გაღიზიანება.

ცხელი ყავით პირი გამოეწვა.

3. ქსოვილის, ტყავისა და მისთ. რაიმე ნაწილის დაწვა.

ხსნარმა ფარდა გამოწვა. შარვალი გამოეწვა.

4. დახურულ სივრცეში მთლიანად დაწვა, დაბუგვა.

საკუთარ სახლში გამოიწვა.

ბმულები

გამომწვარი