გამოჭრა

არსებითი სახელი (საწყისი)

ნათესაობითი ბრუნვა: გამოჭრის

ზმნები: გამოჭრის გამოიჭრის გამოუჭრის გამოიჭრება გამოაჭრევინებს

1. ქსოვილის, ტყავის, ქაღალდისა და მისთ. დაჭრა გარკვეული ფორმის მისაცემად.

ქაღალდისაგან ყვავილები გამოჭრა.

2. სპეციალური იარაღით კედელში, კლდესა და მისთ. რაიმეს გამოკვეთა.

სარკმლის გამოჭრა. თაღი გამოჭრეს.

3. მოულოდნელად, ერთბაშად გამოვარდნა.

ქუჩაში ყვირილით გამოიჭრნენ.

ბმულები

გამომჭრელი გამოსაჭრელი გამოჭრილი