განაღდება

არსებითი სახელი (საწყისი)

ნათესაობითი ბრუნვა: განაღდების

ზმნები: გაანაღდებს გაინაღდებს გაუნაღდებს განაღდდება გაანაღდებინებს

1. საქონლის, ფასიანი ქაღალდების გაყიდვა და ნაღდ ფულად ქცევა.

ჩეკი გაუნაღდეს.

2. საუბრული მომავალი გამარჯვების, წარმატებისა და მისთ. უზრუნველყოფა.

ჩემპიონობა გაინაღდა. ოქროს მედალი გაინაღდა.

ბმულები

განაღდებული გასანაღდებელი