განცხადება

არსებითი სახელი (საწყისი)

ნათესაობითი ბრუნვა: განცხადების

ზმნები: განაცხადებს განუცხადებს განცხადდება განაცხადებინებს

1. პირდაპირ, დაუფარავად, ცხადად თქმა.

მშობლებს ყველაფერი განუცხადა. მოთხოვნა ხმამაღლა განაცხადა.

2. წერილობით ან ზეპირად გადაცემული ცნობა ვინმეს ან რაიმეს შესახებ.

განცხადება ნახა გაზეთში. დირექციის განცხადება. განცხადება გააკეთა.

3. ოფიციალური მიმართვის ფურცელი, რომელიც შეიცავს თხოვნას ან რაიმე წინადადებას.

განცხადება შეიტანა. გაცხადება განიხილეს.