გარგარი
არსებითი სახელი
ნათესაობითი ბრუნვა: გარგარის
1. ერთკურკიანი, მომრგვალო ან ოვალური ფორმის, წვნიანი, მოყვითალო ფერის ხილი.
გარგარის მურაბა. გარგარის წვენი.
2. ხე, რომელიც ისხამს გარგარს (1), აქვს ელიფსური ფორმის ფოთოლი და თეთრი ან ვარდისფერი ყვავილები.
გარგარის ბაღები.