გარდერობი
არსებითი სახელი
ნათესაობითი ბრუნვა: გარდერობის
1. ერთი ადამიანის ტანსაცმლის (კაბის, კოსტუმის, პალტოსა და მისთ.) ერთობლიობა.
ჩემს გარდერობში ასეთი კაბა არ არის.
2. საზოგადოებრივ დაწესებულებაში პალტოების დასაკიდებელი ადგილი.
თეატრის გარდერობი.
3. ტანსაცმლის კარადა.
კაბა გარდერობში კიდია.