გარევა

არსებითი სახელი (საწყისი)

ნათესაობითი ბრუნვა: გარევის

ზმნები: გარევს გაირევს გაურევს გაერევა

1. დიდ მასაში რაიმეს მცირე რაოდენობით დამატება, ჩართვა, შერევა.

რძეს ბორჯომი გაურიეს. ნაყინს მურაბა გაურია. თმაში ჭაღარა გაერია.

2. გადატანითი მონაწილეობის მიღება, ღონისძიებაში ჩაბმა, სხვებთან ერთად ყოფნა, სხვებთან შეერთება.

პოლიტიკაში გაერია. ბავშვებში გაერია. მაგ საქმეში ნუ გამრევ!

ბმულები

გარეული