გარჩევა
არსებითი სახელი (საწყისი)
ნათესაობითი ბრუნვა: გარჩევის
ზმნები: გაარჩევს გაურჩევს გაირჩევა გაარჩევინებს
1. მარცვლეულისა და მისთ. გასუფთავება, ნაჭუჭის, ქერქის, უვარგისი ნაწილის მოცილება.
ლობიო გაარჩიეს. ბრინჯი გაარჩია.
2. რაიმეს განხილვა, გაანალიზება.
სასამართლოში საქმის გარჩევა გადაიდო.ახალი ნაწარმოები გაარჩიეს.
3. სხვებისგან განსხვავება, გამოყოფა.
ტყუპები ვერ გაარჩია. ერთმანეთისგან არ გაირჩევა.
4. სმენით, სუნით, თვალით გამოცნობა, შემჩნევა.
ფერი ვერ გაარჩია. სიბნელეში ვერ გაარჩია, ვინ იყო.
ბმულები
გარჩეული გასარჩევი