გასკდომა
არსებითი სახელი (საწყისი)
ნათესაობითი ბრუნვა: გასკდომის
ზმნები: გასკდება გაუსკდება
1. გახლეჩა, გაპობა, გახევა.
ბურთი გასკდა. მილი გასკდა. კედელი გასკდა.
2. გასროლილი ჭურვის აფეთქება.
ყუმბარა გასკდა.
3. გადატანითი საუბრული უზომოდ ბევრის ჭამა ან დალევა.
ლუდის სმით გასკდნენ. ჭამით გასკდა.