გატარება
არსებითი სახელი (საწყისი)
ნათესაობითი ბრუნვა: გატარების
ზმნები: გაატარებს გატარდება გაატარებინებს
1. განსაზღვრულ ადგილას გავლის უფლების ან საშუალების მიცემა.
სტუმრები გაატარეს. მანქანები არ გაატარეს.
2. გარკვეული დროით სადმე ყოფნა, დარჩენა.
ორი კვირა ზღვაზე გაატარა. მთელი დღე მეგობრებთან გაატარა.
3. ვინმეს წაყვანა სასეირნოდ ან რაიმეს დასათვალიერებლად.
ბავშვები პარკში გაატარა. სტუმრები ქალაქში გაატარა.
4. განხორციელება, შესრულება.
საკადრო ცვლილებები გაატარეს. სამხედრო რეფორმა გატარდა.
5. გავლება.
ხაზი გაატარა.
იდიომები და მყარი შესიტყვებები
ხორცის (ბოსტნეულის, ნიგვზისა და მისთ.) გატარება
საკეპ მანქანაში დაჭრა, დამუშავება.
ბმულები
გასატარებელი გატარებული