გატეხა
არსებითი სახელი (საწყისი)
ნათესაობითი ბრუნვა: გატეხის
ზმნები: გატეხს გაიტეხს გაუტეხს
1. დარტყმით მაგარი საგნის დაზიანება, ნაწილებად დაყოფა.
ბიჭმა დოქი გატეხა. სკამი გატეხეს. შუბლი გაიტეხა.
2. გადატანითი ფიცის, პირობისა და მისთ. დარღვევა, ჩაშლა.
სიტყვა გატეხეს.
3. გადატანითი ძალ-ღონის, ენერგიის დაკარგვა, დასუსტება.
ქალი დარდმა გატეხა. ავადმყოფობამ გატეხა.
4. გადატანითი გაძარცვა.
ბანკი გატეხეს. სახლი გაუტეხეს.
ბმულები
გატეხილი გაუტეხელი