გაფაჩუნება

არსებითი სახელი (საწყისი)

ნათესაობითი ბრუნვა: გაფაჩუნების

ზმნები: გააფაჩუნებს გაიფაჩუნებს გაფაჩუნდება

ნელა, ფრთხილად ოდნავ განძრევა, ჩუმი ხმის გამოცემა.

თაგვმა გაიფაჩუნა. ბავშვი ლოგინში გაფაჩუნდა.