გაფრენა

არსებითი სახელი (საწყისი)

ნათესაობითი ბრუნვა: გაფრენის

ზმნები: გააფრენს გაიფრენს გაფრინდება გაუფრინდება

1. ფრენით წასვლა.

წერო გაფრინდა.

2. თვითმფრინავით გამგზავრება.

ახალგაზრდები ევროპაში გაფრინდნენ.

3. გადატანითი დიდი სისწრაფით წასვლა, გადაადგილება.

ბიჭი სახლისაკენ გაფრინდა.

4. გადატანითი საუბრული სისულელის თქმა ან ჩადენა.

ქალმა სულ გააფრინა.

ბმულები

გაფრენილი