გაფუჭება
არსებითი სახელი (საწყისი)
ნათესაობითი ბრუნვა: გაფუჭების
ზმნები: გააფუჭებს გაიფუჭებს გაუფუჭებს გაფუჭდება გაუფუჭდება გააფუჭებინებს
1. უვარგისად ქცევა, დაზიანება, მოშლა.
საჭმელი გაფუჭდა. ტელევიზორი გაუფუჭდა. ურთიერთობა გაუფუჭდათ.
2. გადატანითი საუბრული გარყვნა, უზნეოდ ქცევა.
ბიჭი გაფუჭდა. ბავშვი ზედმეტმა ყურადღებამ გააფუჭა.
ბმულები
გაფუჭებული