გაქანება

არსებითი სახელი (საწყისი)

ნათესაობითი ბრუნვა: გაქანების

ზმნები: გააქანებს გაუქანებს გაექანება

1. ქანაობის დაწყება.

ჰამაკი გააქანა.

2. სწრაფად, უცბად, ერთბაშად წასვლა, წაყვანა, წაღება, სროლა.

სახლისკენ გაექანა. მძღოლმა მანქანა გააქანა. ქვა თავში გაუქანა.

3. გადატანითი რაიმეს გაკეთების უნარი, ნიჭი, შესაძლებლობა, მასშტაბი.

დიდი გაქანების ადამიანია.

ბმულები

გაქანებული