გაქაჩვა
არსებითი სახელი (საწყისი)
ნათესაობითი ბრუნვა: გაქაჩვის
ზმნები: გაქაჩავს გაიქაჩება
1. მაგრად გაწევა, მიზიდვა(1).
თოკი გაქაჩა.
2. საუბრული რაიმე საქმის შესრულება, შეძლება.
გამოცდებს ვერ გაქაჩავს.
3. საუბრული რაიმეს გაკეთების ზედმეტად მონდომება, თავის გამოდება.
ბილეთის ასაღებად გაიქაჩა.
4. საუბრული ხელის შეწყობა წარმატების მოსაპოვებლად.
სამსახურში მამამისმა გაქაჩა.