გაყიდვა

არსებითი სახელი (საწყისი)

ნათესაობითი ბრუნვა: გაყიდვის

ზმნები: გაყიდის გაუყიდის გაიყიდება გაეყიდება გააყიდვინებს

1. ფულის, გარკვეული ფასის სანაცვლოდ რაიმეს გაცემა.

ხილი გაყიდეს. ავეჯი გაიყიდა.

2. გადატანითი ღალატი, გაცემა, გათქმა.

მეგობარი გაყიდა.

3. ჟარგონი თავის გამჟღავნება, გამოაშკარავება.

ამ ახმახის დანახვაზე უცებ გავიყიდე.

ბმულები

გაყიდული