გაყრა

არსებითი სახელი (საწყისი)

ნათესაობითი ბრუნვა: გაყრის

ზმნები: გაყრის გაიყრის გაუყრის გაიყრება გაეყრება გააყრევინებს

1. ბევრის გაგდება.

ბავშვები ოთახიდან გაყარა.

2. იგივეა, რაც განქორწინება.

მეუღლეები გაიყარნენ.

3. ერთი რაიმეს მეორეში გატარება, გარჭობა.

ძაფი ნემსში გაუყარა. კარს ურდული გაუყარა.

ბმულები

გაყრილი