გაშავება
არსებითი სახელი (საწყისი)
ნათესაობითი ბრუნვა: გაშავების
ზმნები: გააშავებს გაიშავებს გაუშავებს გაშავდება გაუშავდება გააშავებინებს
1. შავი ფერის მიღება, შავად შეღებვა.
ხელები გაუშავდა. ყურძნის მარცვლები გაშავდა.
2. იგივეა, რაც გარუჯვა.
ზღვაზე გაშავდნენ.
3. გადატანითი კონკურსში, არჩევნებსა და მისთ. დამარცხება, საჭირო რაოდენობის ხმების ვერ მიღება.
დისერტანტი გააშავეს.
ბმულები
გაშავებული