გაშვება

არსებითი სახელი (საწყისი)

ნათესაობითი ბრუნვა: გაშვების

ზმნები: გაუშვებს გაეშვება

1. საშუალების, უფლების მიცემა, რომ წავიდეს.

ძროხა საბალახოდ გაუშვა. ბავშვები ეზოში გაუშვა.

2. დაპატიმრებულის, დამწყვდეულის გათავისუფლება, გასვლის ნების მიცემა.

ტყვეები გაუშვეს. ჩიტი გალიიდან გაუშვა.

3. ჰაერში, სივრცეში ატყორცნა, გაფრენა.

საპნის ბუშტები გაუშვა. ხომალდი კოსმოსში გაუშვეს.

4. მოჭერილი ხელის, კლანჭისა და მისთ. გაშლა და მოშორება.

ჩანთას ხელი გაუშვა.

ბმულები

გაშვებული