გაშლა

არსებითი სახელი (საწყისი)

ნათესაობითი ბრუნვა: გაშლის

ზმნები: გაშლის გაიშლის გაუშლის გაიშლება გააშლევინებს

1. დაკეცილის, დახურულის, შეკრულის გახსნა.

მუჭის გაშლა. წიგნი გაშალა. დროშა გაშალეს. ყვავილი გაიშალა.

2. დაფენა, დაგება.

ლოგინი გაშალა. საძილე ტომრები გაშალეს.

3. გაწევა, გაჭიმვა, გამართვა.

ხელები გაშალა. ფრთები გაშალა. მხრებში გაიშალა.

4. ერთად შეკრულის, შეგროვილის გაცალკევება, გაფანტვა.

ცხვარი გაიშალა. კარტი გაშალეს. მატყლი გაშალა.

5. ფართომასშტაბიანი ღონისძიების გამართვა, მოწყობა.

კვლევითი მუშაობა გაიშალა. სამონასტრო მშენებლობა გაიშალა.

ბმულები

გასაშლელი გაშლილი