გაშრობა

არსებითი სახელი (საწყისი)

ნათესაობითი ბრუნვა: გაშრობის

ზმნები: გააშრობს გაიშრობს გაუშრობს გაშრება გაუშრება

1. სველის მშრალად ქცევა.

სარეცხი გაშრა. მიწა გაშრა. კაბა უთოთი გააშრო.

2. ნერწყვის, რძისა და მისთ. გამოყოფის შეწყვეტა.

ნერვიულობისაგან პირი გაუშრა. საქონელი გაშრა. დედას რძე გაუშრა.

3. გადატანითი გაკვირვებისგან შეცბუნება, გაჩუმება, გაჩერება.

ქალი მოულოდნელობისგან გაშრა.

ბმულები

გამშრალი