გაჩაღება
არსებითი სახელი (საწყისი)
ნათესაობითი ბრუნვა: გაჩაღების
ზმნები: გააჩაღებს გაჩაღდება
1. ცეცხლის ძლიერად ანთება, გაღვივება.
კოცონი გააჩაღეს.
2. გადატანითი საქმიანობის მთელი ძალით დაწყება, გაძლიერება, გაცხოველება.
ომის გაჩაღება. საარჩევნო კამპანია გააჩაღეს. მშენებლობა გაჩაღდა.
ბმულები
გაჩაღებული