გაჩენა

არსებითი სახელი (საწყისი)

ნათესაობითი ბრუნვა: გაჩენის

ზმნები: გააჩენს გაიჩენს გაუჩენს გაჩნდება გაუჩნდება გააჩენინებს

1. დაბადება, შობა.

ბევრი შვილი გააჩინა. ვაჟი გაუჩნდა.

2. წარმოქმნა, წარმოშობა ან გამრავლება.

ბავშვებმა ხანძარი გააჩინეს. ბუზი გაჩნდა. ახალი ავადმყოფობა გაჩნდა.

3. შეძენა, შემატება, გამონახვა.

მტერი გაიჩინა. ახალი მეგობრები გაიჩინა. თავსატეხი გაუჩნდა.

4. რაიმეს დამართება, შეყრა (უმეტესად სენისა).

სიმსივნე გაუჩნდა. კუზი გაუჩნდა.

5. მისწრაფების, გრძნობის წარმოქმნა, დაბადება.

სურვილის გაჩენა. პრენტენზია გაუჩნდა. იმედი გაუჩნდა.

6. სწრაფად, მოულოდნელად მოსვლა ან რაიმეს მოტანა.

ეს ბიჭი აქ საიდან გაჩნდა? ფული მაშინვე გააჩინა.

ბმულები

გასაჩენი გაჩენილი