გაჩერება
არსებითი სახელი (საწყისი)
ნათესაობითი ბრუნვა: გაჩერების
ზმნები: გააჩერებს გაუჩერებს გაჩერდება გაუჩერდება გააჩერებინებს
1. მოძრაობის, მოქმედების შეწყვეტა.
მუშაობის გაჩერება. მანქანა გააჩერა. საათი გაჩერდა.
2. სადმე დაბინავება, რაღაც დროით დარჩენა.
სასტუმროში გაჩერდა.
3. საგანგებოდ გამოყოფილი ადგილი, სადაც მგზავრები ელოდებიან ტრანსპორტს.
ავტობუსის გაჩერება. გაჩერებასთან შეხვდნენ.
4. გაჩუმება, გამშვიდება, დაწყნარება.
მოჩხუბრები მალე გაჩერდნენ. ატირებული ბავშვი ძლივს გააჩერა.
ბმულები
გაუჩერებელი გაჩერებული