გაჩეხა

არსებითი სახელი (საწყისი)

ნათესაობითი ბრუნვა: გაჩეხის

ზმნები: გაჩეხს გაუჩეხს გაიჩეხება გააჩეხინებს

1. ხეების ან სხვა მცენარეების ნაჯახით მოჭრა, გაკაფვა.

ბუჩქნარი გაჩეხეს.

2. გაპობა, გახლეჩა, გახეთქა.

მორი გაჩეხეს. თავი გაუჩეხა.

ბმულები

გაჩეხილი