გაცილება

არსებითი სახელი (საწყისი)

ნათესაობითი ბრუნვა: გაცილების

ზმნები: გააცილებს გაიცილებს გასცილდება

1. სტუმრის ან სადმე წამსვლელის გაყოლა გარკვეულ ადგილამდე ყურადღების, პატივისცემის ნიშნად.

სტუმრები გაჩერებამდე გააცილა. მამა აეროპორტში გააცილა.

2. რაიმეს ან ვინმეს უკან მოტოვება, წინ წასვლა.

დასახლებულ პუნქტს გასცილდა. დემონსტრანტებს გასცილდა. საზღვარს გასცილდა.

3. განქორწინება, გაყრა.

ქმარს გასცილდა.

ბმულები

გაცილებით გაცილებული