გაწევა
არსებითი სახელი (საწყისი)
ნათესაობითი ბრუნვა: გაწევის
ზმნები: გასწევს გაიწევს გაუწევს გაიწევა გაეწევა გააწევინებს
1. ერთი ადგილიდან მეორეზე გადანაცვლება ცოტათი, მცირე მანძილით.
ბიჭი გვერდზე გაიწია. სკამი კედლისკენ გასწია.
2. გაშლა, გაჭიმვა.
ხელები წინ გასწია. ფეხები გასწიეს.
3. ქსოვილის, ტყავისა და მისთ. გადიდება, გაფართოება.
ფეხსაცმელი ხმარებაში გაიწია. შალი სიგანეში გაიწია.
4. მზრუნველობის გამოჩენა, მოვალეობის შესრულება.
დედის მაგივრობას გაუწევს. მფარველობა გაუწია.
5. გზაზე დადგომა, სადმე წასვლა.
შინისაკენ გასწია. ქალაქისკენ გასწიეს.
ბმულები
გასაწევი გაწეული