გაწმენდა

არსებითი სახელი (საწყისი)

ნათესაობითი ბრუნვა: გაწმენდის

ზმნები: გაწმენდს გაიწმენდს გაუწმენდს გაიწმინდება გაეწმინდება გააწმენდინებს

1. ჭუჭყის, მტვრის მოცილება, გასუფთავება.

ფანჯრები გაწმინდა. თხრილი გაწმინდეს. ფეხსაცმელი გაიწმინდა.

2. სახის, ხელისა და მისთ. გამშრალება, სისველის მოშორება.

სახე გაიწმინდა.

3. გადატანითი არასასურველი ნაწილის მოშორება, მოცილება.

ქვეყანა მტრებისაგან გაწმინდეს.

ბმულები

გამწმენდი გაწმენდილი