გახვევა2

არსებითი სახელი (საწყისი)

ნათესაობითი ბრუნვა: გახვევის

ზმნები: გახვევს გაახვევს გაიხვევს გაუხვევს გაეხვევა გაახვევინებს

1. ქსოვილის, ქაღალდისა და მისთ. ირგვლივ შემოკვრა.

ბავშვი საბანში გაახვია. პური გაუხვია. ნაბადში გაეხვია.

2. გადატანითი უსიამოვნებაში, ცუდ საქმეში გარევა.

შარში გაეხვია. ჩხუბში გაეხვია.

3. გადატანითი ყოველი მხრადან დაფარვა, გარემოცვა.

ფიქრებში გაეხვია. მთა ნისლში გაეხვია. ტყე ცეცხლში გაეხვია.

ბმულები

გახვეული