გახსნა

არსებითი სახელი (საწყისი)

ნათესაობითი ბრუნვა: გახსნის

ზმნები: გახსნის გაიხსნის გაუხსნის გაიხსნება გაეხსნება გაახსნევინებს

1. დახურულის, ჩაკეტილის გაღება.

ფანჯრები გახსნეს. ბოთლი გახსნა. ჩემოდანი გახსნა.

2. შეკრულის, გაკვანძულის გაშლა, ბოლოების გაცალკევება.

კვანძი გახსნა. ჭრილობა გაიხსნა.

3. დაფუძნება, დაარსება.

სკოლა გახსნეს. უნივერსიტეტი გაიხსნა. ახალი სადგური გახსნეს.

4. სითხეში გაზავება, გაქნა.

შაქარი წყალში გახსნა.

5. ღონისძიების, შეკრების დაწყება.

ყრილობის გახსნა. კონფერენცია გაიხსნა.

ბმულები

გამხსნელი გასახსნელი გაუხსნელი გახსნილი