გახურება
არსებითი სახელი (საწყისი)
ნათესაობითი ბრუნვა: გახურების
ზმნები: გაახურებს გაუხურებს გახურდება გაუხურდება გაახურებინებს
1. ტემპერატურის მომატება, გაცხელება, მხურვალების მომატება.
ღუმელი გახურდა. თონე გაახურეს.
2. გადატანითი საუბრული გამძაფრება, გაძლიერება.
ქეიფი გახურდა. მუშაობა გაახურეს.
3. ჟარგონი რაიმეს გაუთავებლად მტკიცება, ბევრი ლაპარაკით სხვების შეწუხება.
ნუ გამიხურე!
ბმულები
გახურებული