გეგმა

არსებითი სახელი

ნათესაობითი ბრუნვა: გეგმის

1. ნახაზი, რომელიც სიბრტყეზე გამოსახავს რაიმე ადგილს ან ნაგებობას.

შენობის გეგმა.

2. წინასწარ შემუშავებულ ღონისძიებათა სისტემა, რომელიც გარკვეულ წესს, თანამიმდევრობასა და ვადებს ითვალისწინებს.

სტრატეგიული გეგმა.

3. ნაწარმოების, გამოკვლევისა და მისთ. მოკლე აღწერა.

ნაწარმოების გეგმა. თემის გეგმა.

4. წინასწარ მოფიქრებული რამ, რაც უნდა განხორციელდეს.

მოქმედების გეგმა.

ბმულები

გეგმაზომიერი