გვარი
არსებითი სახელი
ნათესაობითი ბრუნვა: გვარის
1. საკუთარი სახელი, რომელიც გამოხატავს პიროვნების მიკუთვნებას გარკვეული ნათესაური წრისადმი და რომელსაც მემკვიდრეობით იღებს შვილი მამისაგან (ან დედისაგან) ან დაქორწინებისას ცოლი - ქმრისაგან.
რა გვარი ხარ?
2. [კრებითი] ერთი გვარის მქონე ადამიანები.
სახელოვანი გვარის წარმომადგენელი.
3. მონათესავე დიდი ოჯახების გაერთიანება პირველყოფილი თემური წყობილების დროს.
მეზობელი გვარები ტომებად ერთიანდებოდნენ.
იდიომები და მყარი შესიტყვებები
გვარის გამგრძელებელი
მემკვიდრე ვაჟი.
ბმულები
გვარიშვილი გვაროვნული