გველი

არსებითი სახელი

ნათესაობითი ბრუნვა: გველის

1. ქვეწარმავალი, აქვს გლუვი, წაგრძელებული სხეული კიდურების გარეშე, სახეობათა უმეტესობა შხამიანია.

გველის სისინი. გველივით იკლაკნება.

2. გადატანითი ბოროტი ადამიანი.

რა გითხრა იმ გველმა?

იდიომები და მყარი შესიტყვებები

გველის წიწილა

ლანძღვითი ამბობენ ცუდი ზნის ბავშვზე, რომელსაც ავი, ბოროტი მშობლები ჰყავს.