გვერდით

ზმნიზედა

1. ვინმესთან ახლოს, ვინმესთან ერთად.

შვილი სულ გვერდით ჰყავს.

2. [თანდებულის ფუნქციით] [ნათესაობითი] ვინმეს ან რაიმეს გვერდში (უშუალო მეზობლად).

ოთახის გვერდით სამზარეულოა. მამამისის გვერდით იჯდა.