გვიან
ზმნიზედა
1. დროის მიხედვით ვინმეს ან რაიმეს შემდგომ (არა ადრე).
ანტონიმი ადრე.
დილით გვიან დგება.
2. საჭირო ან დათქმული დროის გადაცილებით.
გვიან მოვიდა. ლექცია გვიან დაიწყო.
3. გარკვეული დროის, დღე-ღამის, კვირის, წლის ბოლოს, მიწურულში.
გვიან გაზაფხულზე. გვიან ღამით.
იდიომები და მყარი შესიტყვებები
ადრე თუ გვიან
როცა იქნება, ოდესმე მაინც, ერთხელაც იქნება.
გვიანღა არის
აღარაფერი ეშველება, საჭირო აღარ არის.
ბმულები
გვიან-გვიან