გზა

არსებითი სახელი

ნათესაობითი ბრუნვა: გზის

1. მიწის ზედაპირზე გაყვანილი ან ჰაერსა და წყალში მონიშნული ზოლი, რომელიც მიმოსვლისათვის არის განკუთვნილი.

საავტომობილო გზა. შემოვლითი გზა.

2. გადატანითი გამოსავალი, საშუალება, შესაძლებლობა.

მეტი გზა არ იყო. სხვა რა გზაა.

იდიომები და მყარი შესიტყვებები

გზიდან გადააცდენს

შეაცდენს, რაიმე ცუდს ჩაადენინებს.

გზის მიცემა

ვინმესთვის სწორი რჩევის მიცემა, სწორად მითითება.

შენ იქით გზა არა მაქვს

შენი დახმარების გარეშე ვერაფერს შევძლებ.

გზა მშვიდობისა!

მგზავრის დალოცვა წასვლის წინ.

გზას ასცდება (ააცდენს)

შეცდება, რაიმე ცუდს ჩაიდენს (ჩაადენინებს).

გზას გადაუღობავს

წინ გადაუდგება, ხელს შეუშლის, წინსვლის საშუალებას არ მისცემს.

ბმულები

გზად გზაზე გზაში საგზაო