დაბინავება

არსებითი სახელი (საწყისი)

ნათესაობითი ბრუნვა: დაბინავების

ზმნები: დააბინავებს დაბინავდება დააბინავებინებს

1. საცხოვრებლად მოწყობა, ბინის მიჩენა.

სასტუმროში დაბინავდნენ. ლტოლვილები დააბინავეს.

2. პირუტყვისთვის, ფრინველისთვის სადგომში ადგილის მიჩენა.

ცხენები დააბინავეს. საქონელი დააბინავა.

3. შენახვა, მოთავსება.

ჭირნახული დააბინავა. მოსავალი დააბინავეს.

4. შვილების პატრონობა, დაოჯახება.

ქალიშვილები კარგად დააბინავა.

ბმულები

დაბინავებული