დაბრკოლება

არსებითი სახელი (საწყისი)

ნათესაობითი ბრუნვა: დაბრკოლების

ზმნები: დააბრკოლებს დაბრკოლდება დაუბრკოლდება

1. ხელის შეშლა, შეფერხება რაიმეს კეთების დროს.

უამინდობამ დააბრკოლა. თავისი საქციელით დააბრკოლებს. სწავლაში დაბრკოლდა.

2. ბუნებრივი ან ხელოვნურად შექმნილი წინააღმდეგობა მოძრაობის შესაფერხებლად.

დაბრკოლება გადალახა. დაბრკოლება შექმნეს.