დაბრუნება

არსებითი სახელი (საწყისი)

ნათესაობითი ბრუნვა: დაბრუნების

ზმნები: დააბრუნებს დაიბრუნებს დაუბრუნებს დაბრუნდება დაუბრუნდება დააბრუნებინებს

1. წასულის ან გაგზავნილის უკანვე მოსვლა ან მოყვანა.

სახლში დაბრუნდა. სამსახურიდან მალე დავბრუნდები. წერილი უკან დამიბრუნდა.

2. შეწყვეტილი ურთიერთობის, საქმიანობისა და მისთ. აღდგენა, განახლება.

ოჯახს დაუბრუნდა. სცენას დაუბრუნდა. ჩვენს საუბარს დავუბრუნდეთ.

3. განწყობილების, ჯანმრთელობის, ძალ-ღონის, მადისა და მისთ. განახლება.

ფერი დაუბრუნდა. იმედი დაუბრუნდა. ჯანმრთელობა დავიბრუნე. სიცოცხლე დამიბრუნდა.

4. დაკარგული ქონების ან ნასესხები ფულის უკანვე მიღება.

ვალის დაბრუნება. სახლი დავიბრუნე.

ბმულები

დაბრუნებული დასაბრუნებელი