დავარდნა

არსებითი სახელი (საწყისი)

ნათესაობითი ბრუნვა: დავარდნის

ზმნები: დავარდება დაუვარდება

1. ძირს დაცემა.

ჭიქა იატაკზე დავარდა. წიგნი დაუვარდა.

2. წაქცევა, დაცემა.

მიწაზე დავარდა. ცუდად დავარდა და ხელი მოიტეხა.

3. ძალის, ღონის გამოლევა, ძალიან დაღლა, დაუძლურება.

ტვირთმა დაღალა და დავარდა. მოხუცი მთლად დავარდა.

4. ტემპერატურის, ფასის, მოცულობისა და მისთ. დაკლება, დაპატარავება, შემცირება.

სიცხე დაუვარდა. წყლის დონე დავარდა.

ბმულები

დავარდნილი