დაკარგვა

არსებითი სახელი (საწყისი)

ნათესაობითი ბრუნვა: დაკარგვის

ზმნები: დაკარგავს დაუკარგავს დაიკარგება დაეკარგება დააკარგვინებს

1. შეუმჩნევლად, გაურკვევლად გაქრობა, გაუჩინარება.

პასპორტი დაკარგა. ბეჭედი დაეკარგა. ძაღლი დაიკარგა.

2. კუთვნილის, არსებულის გარეშე დარჩენა, ჩამორთმევა, წართმევა.

მიწა დაკარგა. თანამდებობა დაკარგა.

3. გადატანითი ოჯახის წევრის, ახლობლის გარდაცვალება.

მეუღლე დაკარგა. შვილი ომში დაეკარგა.

ბმულები

დაკარგული დანაკარგი დასაკარგი